ტრენინგის მეცხრე დღე
გავიარეთ ტრენინიგი ინტელის სასწავლო კურსი.პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება.გავიარეთ რვა მოდული,პროექტებით სწავლება,სასწავლო პროექტის დაგეგვმა,უკუკავშირი,სასწავლო ნიმუშის შექმნა შეფასება,კოლაბორაციული შეფასება,ფასილიტაცია...ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.შევქმენით დამხმარე რესურსები ბროშურა რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლისთვის ასევე მშობლისათვის და აუცილებელია მოსწავლეთა რეკომენდაციისთვის.
ტრენინგმა გვიჩვენა,რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექსტს.მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში და გახადოს მრავალფეროვანი.გავარკვიეთ მასწავლებლის როლი პროექტის მსვლელობაში.განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო უკუკავშირი შეფასების ზოგიერთი კრიტერიუმი.ეს ყველაფერი რაც ვიმუშავეთ და შევიძინეთ ცოდნა ავტვირთეთ ჩვენ მიერ შექმნილ ბლოგზე.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ქალბატონ დიანა მიქაძეს და კორპორაცია ინტელს ასეთი გულისხმიერებისათვის.
No comments:
Post a Comment