Sunday, June 28, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

გავიარეთ ტრენინიგი ინტელის სასწავლო კურსი.პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება.გავიარეთ რვა მოდული,პროექტებით სწავლება,სასწავლო პროექტის დაგეგვმა,უკუკავშირი,სასწავლო ნიმუშის შექმნა შეფასება,კოლაბორაციული შეფასება,ფასილიტაცია...ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.შევქმენით დამხმარე რესურსები ბროშურა რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლისთვის ასევე მშობლისათვის და აუცილებელია მოსწავლეთა რეკომენდაციისთვის.

ტრენინგმა გვიჩვენა,რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექსტს.მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში და გახადოს მრავალფეროვანი.გავარკვიეთ მასწავლებლის როლი პროექტის მსვლელობაში.განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო უკუკავშირი შეფასების ზოგიერთი კრიტერიუმი.ეს ყველაფერი რაც ვიმუშავეთ და შევიძინეთ ცოდნა ავტვირთეთ ჩვენ მიერ შექმნილ ბლოგზე.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ქალბატონ დიანა მიქაძეს და კორპორაცია ინტელს ასეთი გულისხმიერებისათვის.

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს ვისაუბრეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნაზე.შევქმენით დამხმარე რესურსები,რომელოც აუცილებელია მოსწავლეთა რეკომენდაციისთვის.
ვისაუბრეთ პროექტების ეარმატებით განხორციელებაზე.
ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს განვიხილეთ მეხუთე მოდული.ვისაუბრეთ შეფასებებზე,განვიხილეთ რამდენიმე შეფასება.ერთმანეთის პრეზენტაციები განვიხილეთ და შევაფასეთ.


ტრენინგის მეექვსე დღე


ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ მოდული ოთხი,ვისაუბრეთ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი პროექტის გასაკეთებლად.ვისაუბრეთ რატომ უნდა გააკეთოს მასწავლებელმა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ვიმუშავეთ ჩვენ პორტფოლიოზე.დავგეგმეთ მოსწავლეთა ნაშრომები.
ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღე საინტერესო იყო ვისაუბრეთ შეფასებებზე,საავტორო უფლებებზე,უკუკავშირი,ინტერნეტის გამოყენება.განვიხილეთ მოდული სამი.მნიშვნელოვანი იყო ასევე ჩემთვის მაკრატლის გამოყენება,მნიშვნელოვანი სურათების და მომენტების ამოჭრა ინტერნეტიდან.რასაც პრაქტიკაში გამოვიყენებ და საინტერესოს გავხდი გაკვეთილს.
ტრენინგის მეოთხე დღე
მეოთხე დღე დატვირთული იყო თეორიული მასალით,განვიხილეთ თემატური და ზოგადი კითხვები.განვიხილეთ რამდენადაა მნიშვნელოვანი,რაც დაგვეხმარება შეფასების რუბრიკაში.განვიხილეთ ხუთი რუბრიკა:წინარე ცოდნა,წახალისება,მონიტორინგი,როგორ სწავლობენ,უნარების გაგება..დღევანდელი დღე იყო საინტერესო და მნიშვნელოვანი.